ისტორია

ის ადგილი სადაც დღეს “წიგნის სასახლეა” 1896 წლის თბილისის საკადასდრო რუკაზე აღნიშნულია როგორც “თბილისის წრის” საზაფხულო სათავსები.

1924 წლის რუკაზე “თბილისის წრის” საზაფხულო სათავსები აღნიშნულია როგორც კლუბი.

1930-იან წლებში საზაფხულო სათავსები აღებული იქნა.სულ მალე მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისში, იმ დროისთვის დამახასიათებელ სტილში, აშენდა „წიგნის სასახლე“ (არქიტექტორები – ნ. ბარათაშვილი, გ. მიქაელიანი). ამ შენობამ და მიმდებარე განაშენიანებამ ხელი შეუწყო მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებას, ხოლო თავად ქუჩა, მტკვრით გაყოფილი ქალაქის ორივე ნაწილის დამაკვშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალი გახდა.

85 წელზე მეტი ხნის ისტორიის მანძილზე „წიგნის სასახლე“, ქალაქისა და ზოგადად ქვეყნისთვის, წიგნიერების უნიკალურ ფუნქციას ასრულებდა. ამ შენობაში განთავსებული გმომცემლობებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციულ  სამეურნეო და პოლიგრაფიულ უზრუნველყოფას თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი ახორციელებდა.

აქ დაიბეჭდა ისეთი უნიკალური გამოცემები როგორიცაა: პირველი ქართული ენციკლოპედია, ბიბლია, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური, საიუბილეო და სასაჩუქრო გამოცემები, ლექსიკონები, სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოები, სამედიცინო ლიტერატურა და სხვა მრავალი.

სააქციო საზოგადოება „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატმა“ ძველი, უნიკალური პოლიგრაფიული მოწყობილობები გაამდიდრა თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობითა და დღესაც საიმედო პარტნიორია წიგნებისა და სხვა ნაბეჭდი პროდუქციის წარომებაში. მას ყველა თავდაპირველი ფუნქცია შენარჩუნებული აქვს – იგი კვლავ მასპინძელია და საუკეთესო პირობებს უქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც ამ შენობაში ეწევიან თავიანთ საქმიანობას.